ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„Save the Children“-ის ოფისზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

ავღანეთის ქალაქ ჯელალაბადში ორგანიზაცია „SAVE THE CHILDREN”-ის ოფისზე თავდასხმის შედეგად, მსხვერპლთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,აფეთქების შედეგად დაღუპული იყო 3 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი შენობის კართან გუშინ აიფეთქა, რის შემდეგაც ოფისის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი ბავშვების უფლებების დაცვით არის დაკავებული. თავდასხმასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ავღანეთში თავის საქმიანობას წყვეტს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

იტვირთბა....