საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე „მეტრონომთან“ საუბრისას გიორგი გიორგანაშვილის დაკავების ფაქტზე კომენტირებისას აცხადებს, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს და აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკა რა ლიბერალურიც არ უნდა გახდეს, ნარკომანიისადმი, სახელმწიფოს როგორც მოვლენისადმი ძალიან მკაფიო დამოკიდებულება უნდა ქონდეს.
„ნარკოტიკების მოხმარება და რეალიზება დაკავშრებულია შეძენის ფაქტთან და ეს თვისთვად უკანონობაა. ამ შემთხვევაში ეს შემიძლია ქრთამის მიცემის ფაქტს შევადარო. მექრთამეობა მარტო თანამდებობრივი დანაშაული არ არის, ვინც აძლევს ქრთამს ისიც დამნაშავეა. როდესაც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში იღებ მონაწილეობას, ეს თავისთვად უკანონო ქმედებაა. კონკრეტულად ამ საქმის მასალებს არ ვიცნობ, ოდენობასთან იქნება ეს ყველაფერი დაკავშირებული. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რაიმეს თქმა გამიჭირდება.
„ნაციონალების“ დროს მქონია შემთხვევები, რომ უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ადამიანს, რომელსაც განაჩენში გასაღება არ ქონდა. მე ზეპირად არ ვიცი დაკავებულს რა რაოდენობა ქონდა, რითი იხელძღვანელა სასამართლომ. ზოგადად, ნარკოპოლიტიკა რა ლიბერალურიც არ უნდა გახდეს, ნარკომანიისადმი, სახელმწიფოს როგორც მოვლენისადმი ძალიან მკაფიო დამოკიდებულება უნდა ქონდეს. როგორც არ უნდა შეიცვალოს ცხოვრება, დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ქონდა მაინც დანაშაული იქნება. ჩემთვის სახელმწიფოს პოლიტიკის წარმოებას, რომელიც ნარკომანიის განვითარებას შეუწყობს ხელს ქვეყანაში ან ამის პოპულარიზაციას არის მიუღებელი. თუ ადამიანს ნარკოტიკების თრობის შემთხვევაში გყავს დაკავებული, ამისთვის არ უნდა დაიჭირო. თუ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გააჩნია, მის მიმართ მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინო. დიდი რაოდენობა არის საფუძველი იმისა, რომ ივარაუდო, რომ მარტო თვისით არ უნდოდა“, – განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი მოსამართლემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ფაქტზე დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ მას 8 წლით თავისულების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგანაშვილი სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარსდგა და დღევანდელ მკაცრ ნარკოპოლიტიკას შეეხო. მსახიობმა აღნიშნა, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული, არ ჰქონია კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, ამიტომ საპროცესო შეთანხმებას არ დასთანხმდა.
გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ. ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს.