რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული მომღერლის საქმეზე, სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული ს.ს. არასრულწლოვანია.
ბრალდებულის ადვოკატი, ირმა შალამბერიძე აცხადებს,რომ ის ჯერ საქმის მასალებს არ გაცნობია. მისივე განმარტებით, სხეულზე გარკვეული დაზიანებები მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც აღენიშნება.
რესტორანში, სადაც სისხლიანი დაპირისპირება სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამი მამაკაცი რესტორანში დაბადების დღეზე სპეციალურად მიწვეულმა მომღერალმა დაჭრა. იუბილარის მეგობრები მძიმე ჭრილობებით ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. ერთ-ერთ ახალგაზრდას გადაჭრილი აქვს არტერია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
დაჭრილის მამა ყვება, რომ ურთიერთშელაპარაკება რესტორანში სცენაზე იუბილარის მეგობრებსა და მიწვეულ მომღერალს შორის სიმღერის შესრულების დროს დაიწყო. ამ დროს მომღერალმა სცენაზევე ერთ-ერთი სტუმარი დაჭრა, რამდენიმე წუთში კი გასაშველებლად მისული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაჭრა.
სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზარახ მსუბუქად დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.