ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციის თანამშრომლისთვის სახეზე კბენის გამო სამ გორელ ახალგაზრდას პატიმრობა ემუქრება

პოლიციის თანამშრომლისთვის სახეზე კბენის გამო სამ გორელ ახალგაზრდას ბრალი სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ. 2 დღის წინ, გორის რაიონში, სოფელ ახალსოფელში ნასვამი ახალგაზრდები ამავე სოფლის პატრულის თანამშრომელთან წაკამათდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელ ნუგზარ საათაშვილს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ სახეზე უკბინა. ადგილზე მისულმა პატრულის დამატებითმა ჯგუფმა 2 ახალგაზრდა ადგილზევე დააკავა, ერთმა გაქცევა შეძლო, თუმცა რამდენიმე საათში გამოძიება მის კვალზეც გავიდა.

დაშავებული პოლიციელი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაზიანება მძიმე არ ყოფილა და ის მალევე გაწერეს. საავადმყოფოში სამართალდამცავმა თქვა, რომ დაზიანებები შემთხვევით, ნაცნობებმა მიაყენეს.

პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმის გამო, დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

იტვირთბა....