თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა. მას დუისში მიასვენებენ, სადაც ხვალ დაკრძალავენ. ექსპერტიზას დაესწრო დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეოშვილი.
ექსპერტიზის დროს აიღეს გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები იმისათვის, რომ დადგინდეს იყო თუ არა იგივე ანაბეჭდები ხელყუმბარაზე.
პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ორკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ დღეს გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა დილის 08:00 საათისთვის დამძიმდა. მას სამჯერ გაუჩერდა გული, თუმცა მეოთხედ, გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა, რის შედეგადაც ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა.