ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული ბორზიევი 23 წლისაა

ინტერპოლის საიტის მონაცემებით, შოაიფ ბორზიევი, რომელიც თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დააკავეს, 23 წლისაა, -ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

ბორზიევი ჩეჩნეთში, სოფელ ახკინჩუ-ბორზოიში 1994 წლის 27 ივლისს დაიბადა. ის რუსეთის ხელისუფლების მიერ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. ინტერპოლის საიტზე ბორზიევის ბავშვობის ფოტოა განთავსებული.

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი მოქალაქე დააკავეს. სუს-ში დღეს განაცხადეს, რომ მისი ვინაობა დადგენილია და იგი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია.

იტვირთბა....