ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

დიდი ალბათობით დასტურდება: სესიაშვილი აღარ უარყოფს, რომ მოკლულ ტერორისტთა შორის ერთ-ერთი ჩატაევია

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა ფაქტობრივად, მაღალი ალბათობით, უკვე დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი ტერორისტი ახმეტ ჩატაევია. მან ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა, რომ დიდი ალბათობით მოკლული ტერორისტი ახმედ ჩატაევია. სხვათაშორის, “როიტერსმა” გუშინ სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, ახმედ ჩატაევია.

“იქ ჩატაევი იყო… მან თავი აიფეთქა“, – აღნიშნა “როიტერსმა”  წყაროზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. ბინაში გამაგრებული ყველა ტერორისტი ლიკვიდირებულია, მათ შორის, დღემდე ვარაუდებია, რომ იყო ახმედ ჩატაევი, რომელიც თავის დროზე ქართულმა მხარემ ციხიდან გაათავისუფლა.

იტვირთბა....