ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად არიან გარდაცვლილები.
ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ბათუმის მერის ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 ადამიანი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია და გარდაცვლილების გადმოსვენება.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის მიზეზები უცნობია.