ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“დარწმუნებული ვარ, რომ ლარი მერყეობას რბილად გადალახავს”

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ლარის გაუფასურებას სეზონურობის ფაქტორს უკავშირებს. მისინისტრის განცხადეებით,  გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეროვნული ვალუტა გამყარდება.

გახარიას თქმით, ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი გაუმჯობესებულია, მათ შორის ექსპორტი, ფულადი გადმორიცხვები და ტურიზმი. მინისტრი ამბობს, რომ შარშან მსგავსი სიტუაცია იყო, თუმცა სეზონურობა ქვეყანამ რბილად გადალახა. ის დარწმუნებულია, რომ ლარის მერყებოა წელსაც რბილად გადაილახება.

“შარშან მოლოდინები და სეზონურობა რბილად გადავლახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც მერყეობა უფრო რბილად გადაილახება. სეზონურობის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ მოქნილები”,-აღნიშნა გახარიამ.

იტვირთბა....