დღეიდან თავისუფლების მოედანი ივანიშვილის “გარაჟია”, ხოლო ბოტანიკური ბაღი-ივანიშვილის პირადი ბოსტანი, -ამის შესახებ განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, აქციაზე პარტიის 10-მდე წევრი დააკავეს.
ზაალ უდუმაშვილის განმარტებითვე, პარტია აქციებს გააგრძელებს.
დედაქალაქის საკრებულოსთან აქციაზე რვა ადამიანი დააკავეს, -ინფორმაცია “მეტრონომს” შსს-ში დაუდასტურეს.
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სადაც მხოლოდ უმრავლესობა დარჩა, რადგან ოპოზიციამ სხდომა დატოვა, სულ ცოტა ხნის წინ პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორია კონკრეტულ კომპანიას 1 ლარად გადაეცა.
თბილისის საკრებულოში სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გასაუბრება სცადა. თუმცა თავდაპირვლად მას დაბრაზში მყოფმა დაცვის და სამაქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა ამის საშუალება არ მისცეს.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დარბაზიდან ძალით გაიყვანეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე. მოგვინებით დათუკიშვილმა ალიბეგაშვილის მაგიდასთან მიახლოება სცადა. დათუკიშვილი ასევე შეეცადა თავმჯდომარის მიკროფონის გამოყენებას. თუმცა მას მიკროფონი გამოურთეს.
ამის შემდეგ კი ოპოზიციამ დემონსტრაციულად სხდომა დატოვა. საკრებულოს გარეთ სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლაც გაიმართა.