ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსთავი 2″-მა დახურა ქვეყნის მთავარი შოუები”: რუსკა მაყაშვილი “ნიჭიერზე”

მსახიობი რუსკა მაყაშვილი გადაცემა “ნიჭიერის” გარშემო ატეხილ ამბებზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, “რუსთავი 2”-მა თავად დახურა ყველა მთავარი შოუ, რადგან როგორც მსახიობი ამბობს, მათ განმარტეს, რომ არხისთვის პრიორიტეტული პოლიტიკაა.

“დავიწყეთ “ნიჭიერი” და ძალიან მარტივად ერთხელ დავწერ და მეტი ამ თემას აღარ დავუბრუნდები!

“რუსთავი 2”-მა დახურა ყველა მთავარი შოუ, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადგა და დახურა იმიტომ, რომ მთავარი და პრიორიტეტული ჩვენთვის პოლიტიკააო! ხოდა დამშვიდდით, დაწყნარდით, გადმოერთეთ იმედზე და უყურეთ ქვეყნის ყველაზე მაგარ შოუს, რომელზეც “რუსთავი2”-მა თავად თქვა უარი!

რაც შეეხება პოლიტიკას და “ვინმეისტობას”, არასოდეს არავისტი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები! მსახიობი ვარ, მიყვარს ჩემი საქმე და ვერანაირ პოლიტიკას ვერ შევწირავ! თუ რამე კითხვები გაქვთ პირდაპირ რუსთავი 2-ს ჰკითხეთ! მე ჩემს საქმეს მივხედავ!

P.S ხოდა რაც შეეხება ფულს X ფაქტორზე 4 თვე ფეხმძიმე უფასოდ ვმუშაობდი, მარტო მე კი არა მთელი პროდაქშენი, რომელიც საუკეთესოა მთელს საქართველოში! სწორედ ეს სუპერ გუნდი აკეთებს ნიჭიერს იმედზე, სწორედ ამ სუპერ გუნდს “რუსთავი 2”-მა დაუხურა ქვეყნის მთავარი შოუები! გილოცავთ ახალ წელს!”-წერს რუსკა მაყაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.

შეგახსენებთ, გადაცემა “ნიჭიერი”, რომელიც მანამდე “რუსთავი 2”-ზე გადიოდა, ახლა “იმედზე” გავა. “რუსთავი 2”-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას უკმაყოფილება “ნიჭიერის” ჟიურის შემადგენლობამ გამოიწვია, სადაც ერთ-ერთი მომღერალი სტეფანე მღებრიშვილია, ჟიურიში იქნება ასევე რუსკა მაყაშვილიც. ჟიურის სრული შემადგებლობა ასეთია: მსახიობები გიორგი ბახუტაშვილი და რუსკა მაყაშვილი, პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა და მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი.

ნიკა გვარამიამ სტეფანე მღებრიშვილის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: “ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო”.

მის ამ განცხადებას მომღერალი მაია დარსმელიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზოგმა ადამიანმა “სასარგებლო დროსა და სასარგებლო ადგილას” ხელის მოთბობა გადაწყვიტა.

იტვირთბა....