ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია სტეფანეს შესახებ: ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი და ეს სად წამოსკუპებულა

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, “იმედზე” გადასული “ნიჭიერის” ჟიურის შემადგენლობაში მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის გამოჩენას “ფეისბუქზე“ ეხმაურება:

“ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე, სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპები ვუტრიალეთ და კონცერტები ვურასკრუტკეთ. და ეს სად წამოსკუპებულა. სრულიად ურცხვი … „ … „Manana Doi Sofia Nizharadze Giorgi Gabunia ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა, შემოსავალი არა აქვს, ნიჭიერი და გემოვნებიანია და მსგავსი ****. აჰა, დატკბით… სადაც დაუძახებენ ყველგან და ყველასთან პროსტიტუტები მიდიან“-წერს გვარამია.

ცნობისთვის, “ნიჭიერი” “იმედზე“ გავა. ჟიურიში სტეფანეს გარდა მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, რუსკა მაყაშვილი და პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა იქნებიან.

იტვირთბა....