ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეცოდებით”: მომღერალი მაია დარსმელიძე ნიკა გვარამიას პასუხობს

მომღერალი მაია დარსმელიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან მომღერალ სტეფანე მღებრიშვილზე გააკეთა.

“სხვის საქციელზე მე არ ვარ პასუხისმგებელი და ალბათ თავად სტეფანე უკეთესად ახსნის თავის საქციელს ან, თუ გინდათ – გადაწყვეტილებას.

ჩემი ტევე ნაძეჟდას მიმართ დამოკიდებულებაც და პრინციპული პოზიციაც ალბათ ყველასთვის კარგადაა ცნობილი და გასაგები.
კონკრეტული პიროვნებებისგან გაღიზიანება და კონფლიქტიც მესმის, მართლა მესმის… თუმცა მეტად, ბევრად კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე შეიძლებოდა ამის დაფიქსირება… მითუმეტეს, რომ “ნაგვიდან ამოყვანამდე” ბევრად ადრე, ვოისის სამ სეზონში და იმ დროისთვის ჯერ არგაქოცებულ იმედზე მუშაობდა სტეფანე…

ემოციური ვნებათაღელვა და იმპულსური აფეთქებებიც დასრულდება, თან აუცილებლად ჰეფიენდით…. მაგრამ როდესაც ვიღაც ტაშის დამკვრელი პეშკობა რაღაც გაურკვეველი კომენტარებით ცდილობს პოტენციური უფროსის ტ—ზე ოდნავ გათავისუფლებული ადგილის ალოკვას და ცეცხლში ნავთის მიწუწებას – აი ესეთი შავკები მეცოდებით. ბევრი ამოგიცანით მსგავსი პადხალიმი კომენტარებით და ვაზელინი პოსტებით სხვადასხვა “დროს” და სხვადასხვა “პლატფორმებზე”.
ამ შავკებზე მერევა გული, ხელის მოთბობა რომ გადაწყვიტეს “სასარგებლო დროსა და სასარგებლო ადგილას” – წერს მომღერალი მაია დარმელიძე.

შეგახსენებთ, საქმე ეხება “რუსთავი 2”-ის გადაცემა ნიჭიერს, რომელიც ახლა ტელეკომპანია “იმედზე” გავა. ნიკა გვარამიას უკმაყოფილება “ნიჭიერის” ჟიურის შემადგენლობამ გამოიწვია, სადაც ერთ-ერთი სტეფანე მღებრიშვილია.

“ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო”- ამბობს გვარამია სტეფანე მღებრიშვილზე.

ცნობისთვის, “ნიჭიერი” “იმედზე“ გავა. ჟიურიში სტეფანეს გარდა მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, რუსკა მაყაშვილი და პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა იქნებიან.

იტვირთბა....