ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: “გამორიცხულია, რომ დღესვე გამიტაცონ საქართველოში”

“გამორიცხულია, რომ დღესვე გამიტაცონ საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი 2“-თან პოლონეთში საუბრისას განაცხადა.

სააკაშვილს მიაჩნია, რომ მისი დაკავება და საქართველოში ექსტრადირება არ მოხდება:

”გამორიცხულია რომ დღესვე გამიტაცონ. პორაშენკოს ამის თავი რომ ჰქონოდა, აქამდე იზამდნენ. რა თქმა უნდა ამ სცენარისთვის მზად ვარ, გამწარებისგან და შიშისგან შეიძლება ყველაფერი ჩაიდინოს, მაგრამ ეს გეგმა რომ ჰქონოდა, აქამდე გააკეთებდა.

პორაშენკო რატომღაც თვლის, რომ მე თუ შევედი უკრაინაში, ის დაემხობა. ჩემზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს, როგორც ჩანს, მაგრამ ასე თვლის. ვინ ჩააგონა, ესეც არ ვიცი. შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ასე, როგორც პარაშენკოს ეშინია. მე არანაირი გეგმა არ მაქვს არავის დამხობის. ჩემი გეგმაა ჩასვლა და ჩემი უფლებების სასამართლოში დაცვა. მაგრამ ვინაიდან ამდენი ათასი ადამიანი მოვიდა საზღვარზე, რომელიც ტრიალ მინდორშია, წარმომიდგენია, ქალაქში რომ ჩავაღწიო, რამდენი ადამიანი მოვა. როგორც ჩანს ამისი ეშინიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ამას ბოროტად გამოვიყენებ. ჩემი ამოცანაა კანონი და კანონიერება”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს, სააკაშვილი უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას აპირებს.

იტვირთბა....