თბილისში, დიღმის მასივის, მეორე კვარტალში, 169-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა.
როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დამწვარია დაახლოებით 5 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია. მათი ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი ბალახს ეკიდა.