ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს

ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს.  როგორც პარტიაში აცხადებენ, ბურჯანაძე ოკუპირებულ რეგიონებში ჩასვლის საკითხს აქტიურად განიხილავს. პარტიაში განმარტავენ, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი მოსახლეობასთან შეხვედრა იქნება.

„ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ არის უსაფუძვლო. ნინო ბურჯანაძე ვიზიტის საკითხს აქტიურად განიხილავს. დღემდე არცერთი ქართველი პოლიტიკოსი არ ჩასულა აფხაზეთში, იმ სასაზღვრო სირთულეების გამო, რაც არსებობს.

თუმცა, ნამდვილად საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა აფხაზეთში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა. ვისაც მოსმენა სურს და შეუძლია ინფორმაცია სწორად აღიქვას, გაიგებს, რომ ნინო ბურჯანაძე თავის ყველა გამოსვლაში აცხადებს, რომ პირველ პრიორიტეტი არის პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, იმ ხალხთან, ვინც მანდატი მისცა დე ფაქტო ხელისუფლებას.

მართალია, ნინო ბურჯანაძე არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, არ აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ აუცილებელია ამ ხალხთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა, რაც მხოლოდ შეხვედრებით და დიალოგით არის მიღწევადი”, – განაცხადეს პარტიაში.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

იტვირთბა....