ქვეწარმავლების შემოსევა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო რენეს მოსახლეობა შველას ითხოვს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ადგილობრივებმა სახცოვრებელ სახლებში ხვრელები აღმოაჩინეს, სადაც მათი მტკიცებით გველები ბუდობენ. რამდენიმე მათგანმა ქვეწარმავლების მოგერიება თავადაც შეძლო, სოფლის მოსახლეობის ნაწილი კი დახმარებას შესაბამის სამსახურებს სთხოვს.
როგორც „ნიუპოსტს“ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვიმა განუცხადა, საკითხით დაინტერესდება და რენეს მოსახლეობის დასახმარებლად გამგეობა შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.
წყარო: ნიუპოსტი