ამერიკული სამხედრო კრეისერი Hue City და Carney უკრაინაში, ოდესის პორტში შევიდნენ იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ სამხედრო სწავლებებში Sea Breeze-2017. ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი უკრაინულ ონლაინ-გამოცემა dumskaya.net-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში ამერიკული სამხედრო გემების დაფიქსირების ფაქტები არ არის ხშირი. ასეთი რამ ჯერ კიდევ 2011 წელს მოხდა, როცა უკრაინის საზღვაო ზონაში Anzio и Monterey შევიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელებმა უკრაინაში ასევე შეიყვანეს Boeing P-8 Poseidon-ის ტიპის ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენები და 800-ზე მეტი საზღვაო სამხედრო მოსამსახურე.
სწავლება, რომელიც დღეს, 10 ივლისს იწყება 22 ივლისამდე გასტანს და მასში აშშ-ს სამხედრო საზღვაო კონტიგენტის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ქვეყნები როგორებიცაა: ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი კანადა, საფრანგეთი, იტალია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი პორტუგალია, თურქეთი შვედეთი და საქართველო.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა არ დააყოვნა განცხადების გავრცელება. ისინი ამბობენ, რომ ყურადღებით მიადევნებენ თვალს აღნიშნულ სამხედრო წრთვნას და საქმეში სერიოზულად ჩართავენ სამხედრო საჰაერო დაზვერვას.