გორის რაიონში ავტოავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, სოფელ მეჯვრისხევის გამოსასვლელში, გორის მიმართულებით მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა „ოპელს “ შეეჯახა.
გარდაცვლილია „ტოიოტას“ მძღოლი მამაკაცი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.