ახალი ამბები მთავარი

რუსებმა სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანეს ჩეჩნეთში, დაღესტანში და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსული დანაყოფები

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში დღეს განგაში გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზი საომარი მზადყოფნის შემოწმებაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანეს ჩეჩნეთში, დაღესტანში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში და კრასნოდარის მხარეში დისლოცირებული რუსული დანაყოფები.

მზადყოფნაში მოიყვანეს ასევე დაახლოებით 1500 სამხედრო ტექნიკა. 2017 წელს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში უკვე 40-ზე მეტი განგაშია გამოცხადებული. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული ნაწილები.

„სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდლის გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ დვორნიკოვის ბრძანებით, დანაყოფების ნაწილი განგაშის მდგომარეობაში მოიყვანეს, მათი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით“, – ნათქვამია სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში. სულ შემოწმებაში მონაწილეობს 6,5 ათასი სამხედრო და სამხედრო ტექნიკის დაახლოებით 1,5 ათასი ერთეული.

იტვირთბა....