ახალი ამბები მთავარი სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების 5-კაციანი სია დღეს გახდება ცნობილი

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 5-კაციანი სია, რომელიც მთავრობას წარედგინება, დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

გასაუბრება დღის განმავლობაში 11-მა პრეტენდენტმა უნდა გაიაროს. კონკურსის მესამე ეტაპი იუსტიციის სამინისტროში ამ წუთებში მიმდინარეობს. კომისიას ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მის შემადგენლობაში შედიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და ასევე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

კანდიდატები გასაუბრების მიმდინარეობას დადებითად აფასებენ. როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თამარ ალანია აცხადებს, მას პოზიტიური მოლოდინები აქვს და მიიჩნევს, რომ ყველა შეკითხვას გაართვა თავი.

„კითხვები დაისვა ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, განხილულ საქმეებთან მიმართებაში. კითხვები იყო ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით, ასევე გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში, სასამართლოსთან დაკავშირებით,“ – განაცხადა თამარ ალანიამ.

იტვირთბა....