საქართველომ და თურქეთმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს – სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება
საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კორონავირუსის პრევენციის გამო გადაადგილება დროებით იზღუდება. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.

