მთავარი ციტატა

“დამიჯერეთ, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც საეჭვო პაციენტს ასეთ მოკლე დროში უტარდებოდეს სრული გამოკვლევა”

„არცერთი შეფერხება ჯერ რომელიმე პაციენტის, საეჭვო პაციენტის, შესაძლო პაციენტის გამოკვლევაზე, დიაგნოსტიკაზე არ ყოფილა. დამიჯერეთ, სრული გულწრფელობით გეუბნებით, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც შესაძლო შემთხვევის პაციენტს, ანუ საეჭვო პაციენტს ასეთ მოკლე დროში უკეთდებოდა ყველაფერი და უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით. არცერთი შემთხვევითი შეფერხებაც კი არ ყოფილა. ერთ დღეში პაციენტს უტარდებოდა სრული გამოკვლევა, ლუგარის ცენტრში ვირუსზე ტესტირების ჩათვლით. 24 საათიც არ ყოვნდებოდა პაციენტი. 24 საათი თუ არის მინიმუმი, 18 საათში პაციენტი მთლიანად გამოკვლეული იყო, პასუხი ცნობილი იყო და პაციენტს უშვებდნენ“

თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა

შეგახსენებთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მათ დეტალურად ისაუბრეს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.

იტვირთბა....