ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სავაჭრო ობიექტებში მარაგის თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს”, – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავაჭრო ობიექტებში მარაგის თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს.

ნათია  თურნავას თქმით, წუხილის საფუძველი არ არსებობს და პროდუქტების მიწოდება სავაჭრო ქსელებისთვის ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. თურნავა დღეს სავაჭრო ობიექტებში პირადად იმყოფებოდა.

„გუშინ შევხვდი სავაჭრო ობიექტებს, მათ შორის სასურსათო სავაჭრო ობიექტებს, ქსელურ მაღაზიებს. ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე. დავრწმუნდით იმაში, რომ არსებობს ჩვეულებრივი მარაგი ქვეყანაში. გავიარეთ მთელი ლოგისტიკური ჯაჭვი მიწოდების. ჩვენც ჩართულები ვართ ყოველ საათობრივ რეჟიმში და ვამონიტორინგებთ. მინდა, დაგარწმუნოთ რომ რაიმე წუხილის საფუძველი ამ კუთხით არ არსებობს, რადგან მაღაზიები მარაგდება ჩვეულებრივ რეჟიმში. ძალიან ხშირად ივსება მათი საწყობები. მოწოდება საქონლის მათ შორის პირველადი მოხმარების საქონლის ხდება უწყვეტად. რაიმე წუხილის, ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს.

მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგი არ შეწყდება. მარაგი ყოველდღიურად ახლდება, მომარაგების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არის.

ჩვენ შევზღუდეთ მგზავრების შემოსვლა ქვეყანაში, მაგრამ რაც შეეხება სასაქონლო მარაგების და ტვირთების შემოსვლას, ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ამაზე მთლიანად რეგიონის ქვეყნები ვართ თანხმობაში და კოორდინაციაში. წუხილის რაიმე საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

იტვირთბა....