ტოკიოში დანით შეიარაღებული მამაკაცი შშმ პირთა დაწესებულებაში შეიჭრა, გარდაცვლილია 19 ადამიანი
ტოკიოს აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ საგამიჰარაში, დანით შეიარაღებული მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებაში შეიჭრა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 19 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 45 დაშავდა.

