ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შოთაძე მზადაა, დაუყოვნებლივ შეხვდეს მარგველაშვილსა და პაპუაშვილს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

„აჭარის პროკურატურისგან მოვიდა ოფიციალური წერილი, რომ მთხოვენ მიბრძანებას. თუმცა, უფრო სერიოზულად რომ შევხედოთ, ქვეყნის ინსტიტუციებზეა საუბარი, ყველამ უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია ამ ინსტიტუციის ნორმალურ მუშაობასთან“. – განაცხადა პაპუაშვილმა.

თავის მხრივ პროკურატურა აცხადებს, რომ გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადაა პრეზიდენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდეს.

შეხვედრების შესახებ პროკურატურის ადმინისტრაციამ უკვე აცნობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თქვა, რომ პაპუაშვილის მონათხრობმა ის არ გააოცა, რადგან სამართალდამცავების მხრიდან 1 თვის წინ მისი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის განხორციელების მცდელობა.

“ეს იყო ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრზე, რომელიც გააჩერეს ქუჩაში და მერე მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე, რაღაც იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალ დარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა.” – განაცხადა მარგველაშვილმა.

იტვირთბა....