ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთის ხელისუფლებამ 42 ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ 42 ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა. მათ შორის, ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი ნაზლი ილიჯაკი, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე კრიტიკულ სტატიებს წერდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტების დაპატიმრების ორდერი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გაიცა.

ხელისუფლებამ უკვე დახურა რამდენიმე მედია საშუალება, რომელიც ფეთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ანკარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად ფეთულა გიულენს ასახელებს.

იტვირთბა....