პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება. როგორც კობახიძე აცხადებს მარგველაშვილი შესაძლოა პრესკონფერენციაზე ზედმეტი ალკოჰოლის ზემოქმედების დროს იმყოფებოდა:
„დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე. პირველი რაც ვიფიქრე ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი – თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია,“-განაცხადა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის განცხადებით მისი ოჯახის წევრზე მიმდინარეობდა სამართლებრივი ზეწოლა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ჩხრეკა პრეზიდენტის შვილის მეუღლის, გიგი ჩიჩუას სახლში ჩატარდა.