ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქედაში მოსახლეობა კარიერის დახურვას ითხოვს

აჭარაში, სოფელ ჭინკაძეებში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ადგილობრივები ქვის კარიერის დახურვას ითხოვენ, რადგან უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.
მათი თქმით, სოფელში ხშირია აფეთქებებით გამოწვეული დიდი ბიძგები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 ოქტომბერს, კარიერზე მომხდარ აფეთქებას 6 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.

“ჩვენ დაგვაქციეს მაგ ოხრებმა, მათი ჯიბის ფულისთვის, მათი გამდიდრებისთვის, მომიკლეს ერთადერთი ანგელოზივით ძმისშვილი. რაც შეიძლება უკიდურესად სასჯელი და მოისპოს კარიერი აქედან და ხალხს მშვიდობა და სიკეთე მისცენ”- განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის მამიდამ, დარიკო გორგილაძემ.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე უკვე დაკავებულია თურქეთის 3 მოქალაქე.

იტვირთბა....