აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლატვიამ უკრაინისთვის ჯავშანმანქანების გადაცემა დაიწყო

ლატვიამ უკრაინისთვის ჯავშანმანქანების გადაცემა დაიწყო – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფედოროვი ლატვიის თავდაცვის მინისტრს, ანდრის სპრუდსს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განვითარება და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი განიხილეს.

“ჩვენი მიზანია მივაღწიოთ მტრის დანაკარგების ისეთ დონეს, რომლის დროსაც მისი შემდგომი წინსვლა შეუძლებელი გახდება. მადლობას ვუხდი ლატვიას ლიდერობისთვისა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის“ – განაცხადა ფედეროვმა.

იტვირთბა....