აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანში ერთი ხამენეი მეორეთი შეცვალეს, მოჯტაბა ხამენეი დიქტატორული ლიდერია და უფრო სისხლისმსმელი, ეს არის ის, რასაც ომის ორგანიზატორებმა მიაღწიეს” – პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ისრაელს ლიბანის ისეთივე განადგურება სურს, როგორც ღაზის სექტორის.

ამის შესახებ სანჩსმა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ომის დაწყების შემდეგ ირანსა და ლიბანში ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა. ისრაელის გათამამებული პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიზანია, ლიბანს იგივე ნგრევა და ტანჯვა მოუტანოს, რაც ღაზის სექტორს მიაყენეს. ვგმობთ და უარყოფთ ირანის რეჟიმის სასტიკ და უკანონო პასუხს მეზობელი ქვეყნების მიმართ, რადგან უკანონობის ერთ აქტს მეორეთი ვერ შევეგუებით“, – განაცხადა მან.

პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უფრო მკაცრი იყო, ვიდრე მისი წინამორბედი.

„თეირანში ერთი ხამენეი მეორეთი შეცვალეს, რომელიც კიდევ უფრო უარესია, რადგან მოჯტაბა ხამენეი დიქტატორული ლიდერია, ისევე როგორც მამამისი და კიდევ უფრო სისხლისმსმელი. მეტიც, მამამისისგან განსხვავებით, ის ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის მომხრეა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს აბსოლუტური კატასტროფაა, აბსოლუტური კატასტროფა. ეს არის ის, რასაც ამ ომის ორგანიზატორებმა მიაღწიეს ჯერჯერობით“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

იტვირთბა....