ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს საღამოს მრჩევლების მცირე წრესთან უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას გამართავს, შემდეგ კი ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტს შეკრებს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყველა ფრონტს განიხილავენ.
ცნობისთვის, შეხვედრები იმ ფონზე იმართება, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

