ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპი: ვიდრე რუსეთი და ჩინეთი გონს მოვლენ, ჩვენ ბირთვულ არსენალს გააძლიერებთ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბირთვული შეიარაღების გაძლიერებას გეგმავს, – ინფორმაციას ამის შესახებ, Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ტრამპმა განმარტა, ეს მანამ მოხდება, სანამ რუსეთი და ჩინეთი გონს მოვლენ.

„აშშ თავის ბირთვულ არსენალს გააძლიერებს, ვიდრე რუსეთი და ჩინეთი გონს მოვლენ. რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას. ეს ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო, ჩვენ უფრო მეტი ფული გვაქვს, ვიდრე სხვას, ჩვენ გავაძლიერებთ მას, ვიდრე ისინი გონს მოეგებიან, ხოლო როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ არა მხოლოდ გავჩერდებით, არამედ შევამცირებთ კიდეც. თუმცა ახლა ისინი ამ შეთანხმებას არ ასრულებენ. ეს არის მუქარა ნებისმიერისთვის, იქნება ეს ჩინეთი, რუსეთი თუ ნებისმიერი სხვა, ვისაც ამ თამაშში მონაწილეობა სურს. თქვენ ამას ვერ გააკეთებთ, მე ვერ მეთამაშებით ამ თამაშს“, – განმარტა დონალდ ტრამპმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განცხადება, საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ 20 ოქტომბერს, ნევადაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა და დასძინა, რომ რუსეთი ამ ხელშეკრულებას უკვე დიდი ხანია, არ ასრულებს.

იტვირთბა....