ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანა, პირველ ეტაპზე, რამდენიმე ქუჩიდან დაიწყება

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანა, პირველ ეტაპზე, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა.

აღნიშნულზე შესაბამისი საქალაქო სამსახური და „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობდა, რომელმაც გარკვეული უბნები და მარშრუტები დაამუშავა. კვირის ბოლოს იქნება კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი, სადაც აღნიშნული საპილოტე პროექტი განხორციელდება. სქემა დასუფთავების სამსახურის მანქანების ღამის საათებში მოძრაობას ითვალისწინებს, რაც ქალაქში არსებულ საცობების განტვირთვას გულისხმობს:

“მთავარია, პირველ ეტაპზე, რამდენიმე ქუჩა შეირჩეს და თუ მისაღები იქნება საზოგადოებისთვისაც, შეგვიძლია, უკვე ამ ახალ მოდელზე გადავიდეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

იტვირთბა....