ახალი ამბები მთავარი

რუსეთმა საქართველოს ფეისბუქ-პროტესტს უპასუხა – სამწუხაროდ ლაიქები და კომენტარები არ გეყოთ

რუსეთის ნაკრების ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე (Сборная России по футболу) გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც მათი გუნდის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნას გვამცნობს, უამრავი ჰა-ჰა დაუგროვდა, რომელთა უმეტესობა საქართველოდან იყო.

შესაბამისად, რუსებმა საქართველოში დარეგისტრირებული IP-ი მისამართები დაბლოკეს და სპეციალური განცხადებაც გააკეთეს. ინფორმაციას “სეტანტა” ავრცელებს.

“გილოცავთ ქართველ აქტივისტებს, დიდებული აქცია იყო! თქვენ საკუთარი ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესება შეძელით. სამწუხაროდ, მიზნის მისაღწევად ლაიკები და კომენტარები არ გეყოთ, კიდევ სცადეთ!” – წერს გუნდის ოფიციალური გვერდი.

იტვირთბა....