“ჩვენ ვიცავთ მთელი ევროპის თავისუფლებას… ორბანი რუს ლიდერთან ერთად დგას და ბლოკავს ყველაფერს უკრაინისთვის” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-თან განაცხადა.
“ჩვენ და ევროპას, ყველას გვჭირდება გეგმა ბ. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა და ნამდვილმა მეგობრებმა იციან, რომ ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ უკრაინულ ღირებულებებს, ჩვენ ვიცავთ მთელი ევროპის თავისუფლებას… ორბანი რუს ლიდერთან ერთად დგას.
ის იმავეს აკეთებს – ბლოკავს ყველაფერს უკრაინისთვის. ერთადერთი, რასაც დღეს ის არ აკეთებს, არის ის, რომ არ ესხმის თავს ჩვენს ტერიტორიას რაკეტებით ან დრონებით და არ აგზავნის თავის ჯარისკაცებს, მაგრამ ის ბლოკავს უკრაინის დაფინანსებას, იარაღს უკრაინისთვის და ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას” – ვოლოდიმირ ზელენსკი.

