აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან გემებზე თავდასხმის თექვსმეტი შემთხვევა დაფიქსირდა

დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების (UKMTO) ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან გემებზე თავდასხმის თექვსმეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში კიდევ სამ სატვირთო გემს დაესხნენ თავს.

UKMTO-ს ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ირანული ნავები ოთხშაბათს ერაყის წყლებში ორ საწვავის ტანკერს თავს დაესხნენ და ცეცხლი წაუკიდეს. მათივე განცხადებით, თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა.

როგორც „როიტერი“ წერს, 28 თებერვალს, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე დარტყმების დაწყების შემდეგ, თითქმის შეჩერდა გადაზიდვები სპარსეთის ყურეში და ჰორმუზის ვიწრო სრუტის გასწვრივ, სადაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადააქვთ. მიმდინარე მოვლენებმა ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

იტვირთბა....