საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა, პროფესიული სპორტული შეჯიბრის მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულ მსაჯებსა და კლუბის მფლობელებზე, სპეციალური განცხადება ფედერაციის გამგეობის სახელით გააკეთა და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.
.„საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ცალსახად გმობს მომხდარს და მზად არის, ითანამშრომლოს გამოძებასთან, ახლაც და მომავალშიც, რათა დროულად და სრულყოფლად იქნეს გამოძებული მომხდარი ფაქტი და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვისაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ დანაშაულთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ის მცდელობა, რომელიც ჩრდილს აყენებს კალათბურთის სამყაროს. ფედერაციის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა და ახლაც შედის იმგვარი ფაქტების გამოვლენა და აღმოფხვრა, რომელიც სახელს უტეხს საკალათბურთო სამყაროს. მიმდინარე სეზონის დასაწყისში ფიბას რეკომენდაციით ჩამოყვანილ იქნა მსაჯთა ინსტრუქტორი, რომლის ფუნქციებშიც შედის არამარტო თამაშების მონიტორინგი, არამედ ახალაგზრდა მსაჯთა კონტიგენტის გაზრდა საქართველოს და არამარტო საქართველოს მასშტაბით, საერთაშორისო ფედერაციების ეგიდით გამართულ მატჩებში
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობა წესდებითა და საზოგადოებაში არსებული მორალური და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე, არ დაეთანხმება და შეეგუება საკალთბურთო სამყაროშო არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. მითუმეტეს, რომ სპორტის ეს სახეობა ყოველთვის გამოირჩეოდა სპორტული სამყაროს მიერ აღიარებული სამართლიანი თამაშის პრინციპებით ერთგულებით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ფედერაციის გამგეობა კიდევ ერხელ გამოხატავს მადლიერებას სამართალდამცავი ორგანიებიც მიმართ სპორტული სამყაროსთვის მიუღებელი ქმედებების გამოვლინებისა და აღმოფხვრისთვის“, – განაცხადა პაატა გურასპაულმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა,რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ზაზა მაჩალაძის,ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.
2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.
გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.