დღეს, რუსთაველის თეატრში მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდსა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს გააპროტესტებს.
აღნიშნულის შესახებ მოძრაობის მიერ, 3 ნოემბერს გავრცელებულ განხადებაში იყო აღნიშნული.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს!
დღეს, თითოეული ჩვენგანი დგას რეალობის წინაშე, როდესაც – სააკაშვილის მოძალადე რეჟიმი კვლავ ცდილობს ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება.
ამიტომ, ყველა, ვინც ვაცნობიერებთ ამ საფრთხეს – ვალდებული ვართ, დროებით გვერდზე გადავდოთ ყველა საფუძვლიანი პრეტენზია და დავიცვათ ჩვენი მთავარი მონაპოვარი – თავისუფლება.
სწორედ ამიტომ, 7 ნოემბერს, ამ სიმბოლურ დღეს, 14:00 საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველის თეატრში, შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ერის – საბოლოო გამარჯვებას ბოროტებაზე, არა ძალადობით, ტერორით, ტყუილითა და დაშინებით, არამედ – საარჩევნო ყუთთან, ჩვენი მთავარი იარაღით – ამომრჩევლის ხმით.
არ დავუშვათ ბნელი წარსულის დაბრუნება!
მე ვიცავ თავისუფლებას!“, – ვკითხულობთ მიმართვაში, რომლიც ხელმომწერნიც არიან: დავით მაღრაძე, კოკა გუნცაძე, გიორგი ხაინდრავა, კოტე ჯანდიერი, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ბათიაშვილი, თამაზ ჯოლოგუა, ირაკლი მეძმარიაშვილი, ნიკუშა შენგელაია, მამუკა მიქელაძე, თემურ ნანეიშვილი, დაჩი ცაგურია, ვანო კიღურაძე, ქეთი დუმბაძე, დავით უჯმაჯურიძე, თაზო გამცემლიძე, ზაზა შათირიშვილი, გიორგი ზერეკიძე, ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი აბდალაძე, აკა დუმბაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, გია გაბრიჭიძე, ლევან ჯაფარიძე, ქეთი ჟორჟოლიანი, ნუცა აბაშიძე, ნინო ჭანტურია, სერგი შუღაროვი, ლევან კობალაძე, ლევან მაჭარაშვილი, მალხაზ თოფურია, თემურ რადიანი, ირაკლი ჭანტურია, კობა დავითაშვილი, გიორგი უძილაური, კობა გოცირიძე, გოჩა გუგუნავა, ლაშა გიორგაძე, თამარ სანოძე, ირაკლი ყაჭიური, თეა გაბადაძე, ნინო სუთიძე, რომა შაქარიშვილი.
გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა „არა ნაციზმს“ მშვიდობიან მსვლელობას – „გვახსოვს 7 ნოემბერი“ გამართავს.16:00 საათზე,