ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
პირველ არხს ადვოკატებმა დაუდასტურეს, რომ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა.
ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი 126-ე მუხლით, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარუდგინა. ადვოკატების ინფორმაციით, ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.