იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განმეორებითი ექსტრადირების მოთხოვნის შესახებ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, ქართულ მხარეს შესაბამისი წერილით უკრაინამ მიმართა და დაინტერესდა, რჩებოდა თუ არა ძალაში მოთხოვნა ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ.
„ჩვენ უკრაინულმა მხარემ მოგვმართა წერილით, სადაც დასვა შეკითხვა, 2014-15 წლების ექსტრადირების მოთხოვნები, რომლებიც მათ მიიღეს თავის დროზე, იყო თუ არა დღესაც ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, რომ დიახ, ის მოთხოვნები დღესაც ძალაშია” – განმარტავს წულუკიანი.
იგი ამბობს, რომ ქართულმა მახარემ კიდევ ერთხელ, თავის დაზღვევის მიზნით გადააგზავნა იგივე დოკუმენტები და შესაბამისად, უკრაინულ მხარეს უკვე აქვს განახლებული მოთხოვნა” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შგახსენებთ, ქართულმა მხარემ უკრაინას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრატირების მოთხოვნით უკვე მესამედ მიმართა.