ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მის ქვეყანას აქვს საჭირო ნება, ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან მიმდინარე ომი დაასრულოს, თუმცა სურს მიიღოს გარანტიები, რომ კონფლიქტი აღარ განმეორდება.
„ჩვენ გვაქვს ამ კონფლიქტის დასრულების საჭირო ნება, იმ პირობით, რომ დაკმაყოფილდება აუცილებელი პირობები, განსაკუთრებით კი აგრესიის განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭირო გარანტიები“, – განაცხადა პეზეშკიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან სატელეფონო საუბრისას.
სატელეფონო საუბრის შემდეგ ანტონიო კოშტამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება უკიდურესად საშიშია და ირანს დეესკალაციისკენ მოუწოდა.
„სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, მოვუწოდე ირანს, შეწყვიტოს რეგიონის ქვეყნებზე მიუღებელი თავდასხმები და დადებითად ჩაერთოს დიპლომატიურ გზაზე, განსაკუთრებით გაეროსთან, რათა უზრუნველყოს ნაოსნობის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში“, – დაწერა მან X-ზე.

