თბილისში ცივი იარაღით ორი მოზარდი დაჭრეს. ორივე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოზარდები, სავარაუდოდ, 35-ე სკოლის მოსწავლეები არიან.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი.

