რუსეთი აგრძელებს დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრას ტერორისტული მასობრივი თავდასხმებით, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ღამის განმავლობაში, ათობით ზებგერითი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე ასობით „შაჰედის“ ტიპირს დრონი, თავს დაესხა უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოსახლეობას. არის მსხვერპლი და დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები.
„ეს ტერორი არ შეიძლება ნორმალიზდეს, ის უნდა შეჩერდეს. რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, ისევე, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს“, – აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას საკმარისი ბერკეტები აქვს პუტინის შესაჩერებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი ეკონომიკა ისედაც ცუდ მდგომარეობაშია.
„გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით: შეუზღუდეთ მას ენერგეტიკულ შემოსავლებზე წვდომა, სანქციების თავიდან აცილების სქემები და ტექნოლოგიები – და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ეს ომი“, – წერს სიბიგა.

