აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პაკისტანმა ავღანეთში ტერორისტების წინააღმდეგ საპასუხო იერში მიიტანა

პაკისტანმა კვირას დილით განაცხადა, რომ ავღანეთთან საზღვრის გასწვრივ ტერორისტების სამალავებსა და ობიექტებზე საპასუხო იერიში მიიტანა.

თავდაპირველად ისლამაბადს დეტალები არ გაუვრცელებია, თუმცა მოგვიანებით ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ იერიშების სამიზნე ავღანეთში მოქმედი პაკისტანის თალიბანის ტერორისტული ორგანიზაციის 7 ობიექტი იყო. 

ქაბულში ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ტერიტორიაზე იერიშის ინფორმაცია დაადასტურა. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დარტყმების სამიზნე ნანგარჰარისა და პაქტიკის პროვინციებში მცოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

ცნობისთვის, 21-22 თებერვლის ღამეს პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან, თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებლით დატვირთული მანქანით სამხედრო ავტოკოლონას დაეჯახა, რასაც ორი ჯარისკაცი, მათ შორის, ერთი ვიცეპოლკოვნიკი ემსხვერპლა.

იტვირთბა....