აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ულტიმატუმები არა კიევს, არამედ კრემლს გაუგზავნოს

ულტიმატუმები კრემლს გაუგზავნეთ და არა კიევს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ თუ უკრაინა მილსადენ „დრუჟბას“ გავლით ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენდა, მაშინ ისინი საპასუხოდ ელექტროენერგიის მიწოდებას შეაჩერებდნენ.

სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის ქმედებები უპასუხისმგებლოა და მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„მოვუწოდებთ უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ და პასუხისმგებლიან ქცევაზე. ულტიმატუმები კრემლს გაუგზავნეთ და არა კიევს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა ევროკომისიის წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტშია რუსეთის ყოველდღიური დარტყმებით დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებზე.

„ჩვენ „დრუჟბის” ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე ამ თავდასხმების შედეგებზე შევატყობინეთ უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს. ახალი სარაკეტო იერიშების ყოველდღიური მუქარის პირობებში გრძელდება უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის სამუშაოები. გარდა ამისა, უკრაინამ ამ ქვეყნებს არარუსული ნავთობის მიწოდების საკითხის გადაჭრის ალტერნატიული გზებიც შესთავაზა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....