უკრაინა მოსკოვის ოლქს კამიკაძე დრონებით უტევს – ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ.
დრონით თავდასხმის საფრთხის გამო მოსკოვში დაიხურა ვნუკოვოს, დომოდედოვოს, ჟუკოვსკისა და შერემეტიევოს აეროპორტები. მოსკოვის ოლქის ხელისუფლება აცხადებს, რომ 8 დრონი ჩამოაგდეს. ზარალის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

