ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ფარცხალაძე შეიძლება ქვეყნიდან გააპარონ”

“სამოქალქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილს განცხადებით, არაა გამორიცხული, ოთარ ფარცხალაძემ ქვეყანა დატოვოს. მისი თქმით,  “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან დაფიქსირებულები, ხოლო ეს კონკრეტული პირები  უწყებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

„ ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ჟურნალისტების მიერ დაფიქსირებულ ვიდეო-კადრებში, ვხედავთ, რომ შსს-ს თანამშრომლები არიან დაფიქსირებულნი. ეს კონკრეტული პირები არიან დაცვის პოლიციის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც სავარაუდო აუდიენციას აწარმოებდნენ ოთარ ფარცხალაძესთან, საჭიროების შემთხვევაში მისი ქვეყნიდან ფარულად გაყვანის შესახებ. ამიტომ  ვფიქრობ, რომ ფარცხალაძე შეიძლება ქვეყნიდან გააპარონ“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, აღმაშფოთებელია, როდესაც თანამდებობის პირს, ყოფილი მთავარი პროკურორი ესხმის თავს. მას მიაჩნია, რომ ეს წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან და მოსახლეობას არაერთი მსგავსი დაუსჯელი ფაქტი ახსოვს.

წყარო: “პირველი რადიო”

იტვირთბა....