რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, საერთაშორისო გაერთიანებას სამხედრო რიტორიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. განცხადება რუსეთის ლიდერმა პეკინში გააკეთა, სადაც ევრაზიის ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა.
სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თანამედროვე პრობლემების გადაჭრა ძველი მიდგომების ლოგიკით შეუძლებელია და ევრაზიას ახალი სტერეოტიპებისგან თავისუფალი იდეები სჭირდება.
მისი თქმით, არსებული უთანხმოებების დასაძლევად ლიდერებმა სამხედრო რიტორიკაზე და ურთიერთბრალდებებზე უნდა თქვან უარი.