ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ესტონეთმა მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტები დაასანქცირა

ესტონეთმა დაასანქცირა „ნეტგაზეთისა“ და ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტები:

ირაკლი დგებუაძე, პოლიციელი
ნინო სახელაშვილი, მოსამართლე
ვლადიმერ თურმანიძე, პროკურორი
თორნიკე გოგეშვილი, პროკურორი
მალხაზ ოქროპირაშვილი, მოსამართლე
ვერა დოლიძე, მოსამართლე.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....